ქიმია
ქიმია — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ნივთიერების შემადგენლობასა და აღნაგობას, ნივთიერების თვისებებს და გარდაქმნებს, ამ გარდაქმნათა ხელშემწყობ ან თავიდან აცილებისათვის აუცილებელ პირობებს. ქიმიკოსები სწავლობენ ქიმიურ ელემენტებს, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვის — ნახშირბადი. ორგანული ნივთიერებები ეწოდება ნახშირბადის შემცველ ნაერთებს, ხოლო არაორგანული — სხვა დანარჩენებს. ამის შესაბამისად გვაქვს ქიმიის ორი ძირითადი დარგი — ორგანული ქიმია და არაორგანული ქიმია.
----ქიმიის ისტორია----
ზოგიერთი ქიმიური პროცესი, მაგალითად მადნისაგან ლითონების მიღება, ტანსაცმლის ღებვა, ტყავის გამოყვანა და სხვა, ადამიანის მიერ კულტურული ცხოვრების გარიჟრაჟზე გამოიყენებოდა. მე-3-4 საუკუნეებში ჩაისახა ალქიმია, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა ლითონების გადაქცევა კეთილშობილ ლითონებად. აღორძინების ეპოქიდან დაწყებული ქიმიურ კვლევებს სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებდნენ პრაქტიკული მიზნებისათვის (მეტალურგია, მინის წარმოება, კერამიკის და საღებავების დამზადება). მე-17 საუკუნის მე-2 ნახევარში რ. ბოილმა პირველმა შემოიღო „ქიმიური ელემენტის“ ცნების მეცნიერული განმარტება.
იცი თუ არა , რომ საქართველოში ცოდნა ქიმიის შესახებ შემოიტანეს არაბებმა.მე-18 საუკუნეში მეფე ვახტანგVI-მ შექმნა ნაშრომი "წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა".როგორც ისტორია იუწყება , მეფეს სასახლეში ქიმიური ლაბორატორია ჰქონდა მოწყობილი ,სადაც იგი ცდებს ატარებდა.
ReplyDeleteანის სხავა ბევრი საინტერესო ინფორმაციაც უწერია:)რომ არ განვმეორდეთ ,ალბათ უკეთესი იქნება შენ განსხვავებული ინფორმაცია დადო,ხოლო ანის პოსტზე კომენტარი დატოვო,რაც ჩემთვის იმის მანიშნებელი იქნება, რომ შენ სხვის გამოქვეყნებულ ინფორმაციებსაც კითხულობ, რაც ძალიან კარგია.
ReplyDeleteberiashvili jer erti me 4 noembers davde da shen 5 noembers =} tvalebi kargat gaaxile roca rame sisulelis tqmas apireb ras ambob daukvirdi.....
ReplyDelete